Autori-ს მიერ მთელი ფინეთის მასშტაბით გზების ტექნიკური მომსახურების რევოლუციური მეთოდი, ერთი Street View სურათი თითო ჯერზე.
გზის ზედაპირების ხარისხი, ვადაგასული ნიშნები და გაუნათებელი ქუჩები ის სირთულეებია, რომლებსაც მძღოლები და მუნიციპალიტეტები ყოველდღიურად უმკლავდებიან მთელ მსოფლიოში. თუმცა Autori-მ, პროგრამული უზრუნველყოფის ფინურმა კომპანიამ, რომელიც ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურებისთვის ამუშავებს საკითხების გადაწყვეტის გზებს, აღმოაჩინა ქუჩის დონის მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების უფრო ეფექტური ახალი მეთოდი Google Maps Street View-ს მეშვეობით.
საგზაო მონაცემების
20
აღბეჭდვის პროექტი
გზების ტექნიკური მომსახურების მართვის გამარტივება ფინეთში
Autori, რომელიც დაარსდა 1988 წელს, უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სერვისის (SaaS) საკითხის გადაწყვეტის გზებს ფინეთის საგზაო სამმართველოებისთვის, კონტრაქტორებისა და მესამე მხარის კონსულტანტებისთვის მდგომარეობის მართვის, მოქმედებების დაგეგმვისა და ტექნიკური მომსახურების კოორდინაციის მიზნით. გზების მდგომარეობის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ დროსა და დიდ თანხებს მოითხოვს, თუმცა იქ, სადაც სხვა კომპანიებმა ხარჯი დაინახეს, Autori-მ უნიკალური შესაძლებლობიდან სარგებლის მიღება შეძლო. საკუთარი Street View სურათებისა და SaaS-ის საკითხების გადაწყვეტის გზების გამოყენებით მან შექმნა ხელსაწყო გზების ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის მონაცემების უკეთ სამართავად და გადაწყვეტილებების მისაღებად.
სისწრაფის და მონაცემთა გაზიარების საჭიროება
ტრადიციულად, საგზაო სამმართველოები ფიზიკურად მოინახულებენ ხოლმე ყველა გზას, რათა შეიტყონ, რა ტიპის სამუშაოა საჭირო კონკრეტულ მდებარეობაზე. ეს ნიშნავს ათასობით კილომეტრის გავლას და უთვალავ გაჩერებას ჩანიშვნების გასაკეთებლად. ეს არამარტო გარემოს აზიანებს, არამედ ძვირია და უამრავ რესურსსა და დროს მოითხოვს. შედეგად, გაციფრულებული და ეკოლოგიურად უფრო სუფთა გამოსავლის საჭიროებამ Autori-ს არასტანდარტული აზროვნებისკენ უბიძგა. Street View იყო ქუჩის დონეზე ვიზუალიზაციის საკითხის გადაწყვეტის პირველი გზა, რაც კომპანიას აზრად მოუვიდა.
გზის მუდმივი ტექნიკური მომსახურება გულისხმობს მონაცემთა უზარმაზარი მოცულობის რეგულარულ გაზიარებას ბევრ სხვადასხვა მხარესთან. Street View-ს აქვს ყველა საჭირო ხელსაწყო, რათა გააადვილოს ინფორმაციის გაზიარება მომხმარებელთა შორის — ის ხელმისაწვდომია ყველასთვის სმარტფონით და არ საჭიროებს სისტემაში შესვლას ან პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას. მიუხედავად იმისა, რომ Street View ადრეც გამოიყენებოდა გზების ტექნიკური მომსახურებისთვის, მონაცემთა მუდმივი განახლება უდიდეს გამოწვევას წარმოადგენდა. ჩვენ დავინახეთ ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა Street View-ს ინტეგრაციაში გზის ტექნიკური მომსახურების ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
-
არი იმონენი, გაციფრულების საკონსულტაციო განყოფილების უფროსი, Autori
ონლაინ და ხაზგარეშე რეჟიმების შერწყმა გზის უსაფრთხოებისთვის
2017 წლის დასაწყისში Autori-მ დაიწყო ფინეთში სახელმწიფო გზების 360-გრადუსიანი ხედით სურათების გადაღება და გამოსაქვეყნებლად ატვირთვა თავისი კომპანიის Google ანგარიშის გამოყენებით. მას შემდეგ მან დაფარა სახელმწიფო გზების 40 000კმ და ატვირთა 8 მილიონი სურათი, რის შედეგადაც გზების ტექნიკური მომსახურების მართვა ონლაინ სივრცეში გადაიტანა. Street View-ს ინტეგრაციით მის SaaS გადაწყვეტებთან, კომპანიამ საგზაო სამმართველოს საგზაო ობიექტების განახლებულ ინფორმაციაზე დისტანციური წვდომა გაუმარტივა.
Autori-ს მიერ Street View-ში გამოქვეყნებული სურათების წყალობით, გამოტოვებული საგზაო ნიშნების, მონიშვნების ან გზის ორმოების შესახებ ანგარიშები შეიძლება აიტვირთოს და მოინიშნოს თეგით შესაბამისი მხარეებისთვის, რათა გამოიკვლიონ თავიანთი ოფისიდან Autori-ს საინფორმაციო დაფის გამოყენებით. მორგებადი გადაწყვეტის უზრუნველყოფით Autori საშუალებას აძლევს კონტრაქტორებს, თვალი ადევნონ ტექნიკური მომსახურების შესაბამის სამუშაოს და დაგეგმონ ის ერთ წერტილში. როდესაც ტექნიკური მომსახურების სამუშაო დასრულდება, მუშები გადაიღებენ არეალის ახალ 360 სურათებს გზის მონაცემების განახლების მიზნით. ამან შეამცირა ფიზიკური ადგილების ინსპექტირებისთვის მონახულების საჭიროება, რაც ზოგავს დროს, ფულს და სათბურის აირების გამოყოფას.
საგზაო უსაფრთხოების რევოლუციური ცვლილებები საზღვარს მიღმა
Street View-მ საშუალება მისცა Autori-ს, გააუმჯობესოს ინფორმაციის გაზიარება და სიტუაციის გაცნობა საგზაო მმართველობებისთვის ფინეთში, რამაც, თავის მხრივ, შეამცირა ხარჯები და გაზარდა ეფექტურობა. Autori ახლა სამომავლოდ მუშაობს საგზაო მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების სტანდარტიზებულ მოდელზე და აცნობიერებს აღნიშნულის დადებით გავლენას მსოფლიო მასშტაბით. ის დაეხმარა ადგილობრივებს ნახშირბადის კვალის შემცირებაში 1000კმ სიგრძის ველო და საფეხმავლო ბილიკების ფოტოგადაღებით. ახლა ადამიანებს შეუძლიათ წვდომა იქონიონ განახლებულ მონაცემებზე და იმგზავრონ მოკლე მანძილებზე ეკოლოგიურად უფრო სუფთა მეთოდებით. გარდა ამისა, ამ ზაფხულს კომპანია ხელახლა გაუდგება გზას დამატებითი 15 000კმ-ის შესაგროვებლად ფინეთში, უფრო ხელმისაწვდომს გახდის ამ ადგილებს ფოტოგადაღებისთვის და გამოაქვეყნებს ქვეყანაში არსებული მთელი სახელმწიფო გზებიდან დაახლოებით ნახევარს Street View-ში.
Autori-ს წარმატება მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ უამრავი უნიკალური მეთოდიდან, რომლითაც ბიზნესები იყენებენ Street View-ს რთული პრობლემების გადასაჭრელად. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფოტოების რუკაზე დატანების ხელსაწყო და შესაძლოა განუზომელი სარგებელი მოუტანოს თქვენს ბიზნესსაც. მზად ხართ, დაწეროთ Street View-ს წარმატების საკუთარი ისტორია?
გამოქვეყნდა:
რუკაზე დატანა და გაციფრულებააღმოაჩინეთ მეტი