ჩაკეტილობიდან გარესამყაროსთვის გახსნილობამდე — როგორ მოახერხა Street View-მ, გაეღო ბუდისტური სამეფოს კარი მსოფლიოსთვის.

ჰიმალაის მთებში შებუდებული ბჰუტანი მრავალ უღელტეხილს, მცენარეულობით მდიდარ ველსა და მდორე მდინარეს სთავაზობს სტუმარს. სწორედ ამიტომ, მისი მთავრობა პარტნიორობას უწევს Street View-ს თორმეტთვიან ინიციატივაში, სააშკარაოზე გამოიტანოს ეს დაფარული სილამაზე და, ამავე დროს, წინსვლისკენ უბიძგოს ბჰუტანის ტურიზმსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

გადასაღებად საჭირო დასტურის მისაღებად რამდენიმე დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ბჰუტანის ტურიზმის საბჭომ Google-ის სინგაპურის ოფისთან თანამშრომლობით შეძლო ამ პროექტის გაშვება 2020 წლის მაისში. Street View-მ მხარდაჭერა აღმოუჩინა პროექტს ორი Ricoh Theta Vs-ით, ერთი Insta360 Pro-თი, პერსონალური ტრენინგებით და დეფექტების აღმოფხვრის რეგულარული სესიებით, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პროექტის დაწყება და გაშვება.

2625,86 კმ

აღბეჭდილია ფოტოზე

2 398 285

გამოქვეყნებული სურათი

7,4 მ

ნახვა

ბჰუტანის სილამაზის რუკაზე დატანა

Street View-ს ინიციატივამდე ბჰუტანს არ ჰქონდა პოტენციურ სტუმრებთან დაკავშირების ტექნიკური კომპეტენცია ან აღჭურვილობა, რაც ტურისტებს მგზავრობების დაგეგმვას უძნელებდა. ახლა ყველას — ბუდისტ პილიგრიმებსა თუ პოტენციურ სტუმრებს — შეუძლია ვირტუალურად აღმოაჩინოს თიმფუს მონასტრული ციხე-სიმაგრეები და პუნაქას ძველი სოფლები.

ეს მნიშვნელოვანი საფეხურია მთავრობის გეგმაში, დაუკავშირდეს მსოფლიოს, ამავე დროს, წინ გადადგმული ნაბიჯია ბჰუტანის ციფრულ გზაზე, გახდეს ICT-მხარდაჭერის მქონე საზოგადოება.

ბჰუტანის გზა, რომელზეც მეტი ადამიანი დადის

Street View-ს ჭკვიანმა ნავიგაციამ გაუღო ტურისტებს კარი მსოფლიოს ძალიან მიმზიდველი ადგილისკენ და მიანიჭა მოგზაურებს არჩევანისა და მოძრაობის თავისუფლება. წვდომა 360 გრადუსიან კადრებზე რეალურ დროში და სახმელეთო პირობების ვირტუალური ტურები დაეხმარა სტუმრებს, წინასწარ იცოდნენ, რას სთავაზობს მათ მოგზაურობა და შესაბამისად შეისწავლონ არეალი.

 

Google Street View-ს ბჰუტანის ვერსია დაეხმარა როგორც ქვეყანას, ასევე ადამიანებს მთელ მსოფლიოში. თავიანთი სერვისების გასაუმჯობესებლად მისი გამოყენება შეუძლიათ გეოდეზისტებს, ბიზნესებს, სამთავრობო სააგენტოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვ.

-

დორჯი დრადული, ბჰუტანის ტურიზმის საბჭოს გენერალური დირექტორი

 

Street View-ში დამატებული 500 ახალი ბიზნესითა და ბჰუტანის რუკებზე შეტანილი 4000 განახლებით ქვეყნის მაცხოვრებლებიც იმკიან სარგებელს ამ ყველაფრიდან — საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში განახლებებითა და მარშრუტების შეთავაზებებით დაწყებული, ადგილობრივი ბიზნესების ხილვადობის გაზრდით დამთავრებული.

Google Street View-ს კარტოგრაფები აყენებენ კამერას ავტომობილში, ბჰუტანში

ქუჩის გაუმჯობესებული ხედები

მსოფლიოსთან დაკავშირების გარდა, მთავრობის Street View-ს ინიციატივა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა განვითარების პროექტების დაგეგმვაში. რელიეფის გადაღება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დამალული იყო, ბჰუტანის მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიის დასაწყისის აღმნიშვნელია. Street View-ს მონაცემების მეშვეობით შეგიძლიათ შეაფასოთ გზების მდგომარეობა და გააუმჯობესოთ, სადაც საჭიროა.

ბჰუტანს უფრო და უფრო მეტი მოგზაური ეცნობა. თუმცა მხოლოდ ოცი ქალაქის დაფარვითა (38 394 კმ² ფართობის ტერიტორია) და ახალი განვითარებული ინფრასტრუქტურის რეგულარული დამატების გეგმებით Street View-ს ეს ინიციატივა დაწყებულია სულ ახლახან.

Street View ერთმანეთთან აკავშირებს პატარა სამყაროებს დიდი გზებით. დაფარული კულტურული სიმდიდრის მზის შუქზე გამოტანით იმერსიული სურათების მეშვეობით მას შეუძლია რევოლუციური ცვლილებები შეიტანოს და საკვანძო როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების ტრაექტორიაში.

აღმოაჩინეთ მეტი

გააზიარეთ თქვენი Street View-ს სურათები