შეიტყვეთ, როდის, სად და როგორ ვაგროვებთ სურათებს 360-გრადუსიანი ხედით
გაიცანით Street View-ს მანქანების მრავალფეროვანი პარკი და შეიტყვეთ, როგორ ვაგროვებთ 360-გრადუსიანი ხედით გადაღებულ სურათებს მსოფლიო რუკისთვის.
ფოტომასალის წყაროები
Street View-ს ფოტოებს ორი წყარო აქვს — Google და ჩვენი კონტრიბუტორები.
„Street View“-ს ან „Google Maps“-ის კონტენტის მფლობელია Google. ჩვენ ავტომატურად ვახდენთ ჩვენს სურათებზე სახეებისა და სანომრე ნიშნების გაბუნდოვნებას.
მომხმარებლის მიერ შემოწირული კონტენტი ახლავს დაწკაპუნებად/შეხებად ანგარიშის სახელს და ზოგჯერ პროფილის ფოტოს.
სად ვაწარმოებთ რუკაზე დატანას ამ თვეში
ჩვენ ვმგზავრობთ და ვათვალიერებთ მსოფლიოს გარეშემო, რომ შემოგთავაზოთ სურათები, რომლებიც გააუმჯობესებენ თქვენს გამოცდილებას და დაგეხმარებათ თქვენ გარშემო სამყაროს აღმოჩენაში. თუ გსურთ შეხვდეთ ჩვენს გუნდს, შეამოწმეთ ქვემოთ, როდის იმოგზაურებენ ისინი თქვენ მახლობლად.
თარიღი | ოლქი |
---|
თარიღი | ოლქი |
---|
რადგან ბევრი ფაქტორი (ამინდი, გადაკეტილი გზები და ა.შ.) ჩვენზე არ არის დამოკიდებული, შეიძლება ჩვენმა მანქანებმა ვერ იმუშაონ ან მოხდეს მცირეოდენი ცვლილება. გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ როდესაც სიაში მითითებულია კონკრეტული ქალაქი, მასში შეიძლება შედიოდეს უფრო პატარა ქალაქები ტრანსპორტით სავალ მანძილზე.
გუნდი მოემზადა მსოფლიოს საოცრებების აღმოსაჩენად
ჩვენ მოვინახულეთ საოცარი ადგილები შვიდივე კონტინენტზე და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. გამგზავრებამდე ვითვალისწინებთ არაერთ ფაქტორს, მათ შორის, რელიეფს, კლიმატურ პირობებს და მოსახლეობის სიმჭიდროვეს, რომ მომზადდეს მანქანების სათანადო პარკი და საუკეთესო გამოსახულებები შეგროვდეს.
Street View მანქანა
Trekker
რუკების გაცოცხლება
სურათების შეგროვების დასრულების შემდეგ, დროა, ყველაფერი ეკრანზე წარმოგიდგინოთ. აი, მოკლე მიმოხილვა, თუ რას აკეთებს ჩვენი გუნდი კულისებში.
-
სურათების შეგროვება
პირველ რიგში, რეალურად უნდა მივიდეთ და გადავიღოთ ადგილები Street View-ში საჩვენებლად. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის, ამინდსა და დასახლების სიმჭიდროვეს სხვადასხვა ადგილებში, რათა განვსაზღვროთ, როდის და სად შევძლებთ საუკეთესო სურათების შეგროვებას.
-
სურათების დალაგება
იმისათვის, რომ თითოეული სურათი რუკაზე გეოგრაფიულ ადგილს შევუსაბამოთ, ვიყენებთ მანქანის სენსორებიდან მიღებული სიგნალების კომბინაციას, რომელიც ზომავს GPS-ს, სიჩქარესა და მიმართულებას. ეს გვეხმარება, აღვადგინოთ მანქანის ზუსტი მარშრუტი, გადავხაროთ და თავიდან დავალაგოთ სურათები, საჭიროების მიხედვით.
-
ფოტოების გადაკეთება 360 ფოტოებად
360-გრადუსიან ფოტოებში წყვეტების ასაცილებლად, მეზობელი კამერები იღებს ურთიერთგადამფარავ სურათებს, შემდეგ კი ჩვენ „ვაკერებთ“ ფოტოებს და ვიღებთ ერთ 360-გრადუსიან სურათს. ამის შემდეგ ვიყენებთ სურათის დამუშავების სპეციალურ ალგორითმებს, რათა შემცირდეს „ნაკერები“ და შეიქმნას უწყვეტი გადასვლები.
-
თქვენთვის სწორი სურათის ჩვენება
იმისდა მიხედვით, თუ რა სისწრაფით აირეკლავს მანქანის ზედაპირი ლაზერის გაშვებულ სხივს, ვადგენთ, თუ რამდენად შორსაა შენობა ან ობიექტი. ეს კი გვეხმარება, შევქმნათ სამყაროს 3D მოდელი. როდესაც მოძრაობთ მოშორებულ ადგილზე Street View-ს მეშვეობით, ეს მოდელი განსაზღვრავს საუკეთესო პანორამას ამ მდებარეობის საჩვენებლად.