Google გეხმარებათ თქვენს ირგვლივ არსებული სამყაროს შეცნობაში. ჩვენს პლატფორმებზე არსებული სურათების მიზანია თქვენთვის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება. მათი დახმარებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეისწავლოთ ახლომდებარე ან შორეული ადგილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავხადოთ სურათები სასარგებლო და ისინი ასახავდეს იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები შეისწავლიან.

Street View სურათები შეიძლება მოწოდებული იყოს გარე მხარეების ან Google-ის მიერ. შეგიძლიათ განასხვაოთ ავტორის სახელით ან ხატულით, რომლებიც წარმოდგენილია თითოეულ სურათთან. სურათები, რომლებიც აღბეჭდილია გარე მხარის მიერ და გამოქვეყნებულია Google Maps-ში, შესაბამის კონტრიბუტორს ეკუთვნის (ან ნებისმიერ მომდევნო პირს, რომელზეც მიმაგრებულია).

ამ გვერდზე მოცემულია Google-ის მიერ მოწოდებული Street View სურათების დებულება. მომხმარებლის მიერ მოწოდებულ Street View სურათებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ დებულება Maps-ში მომხმარებლის მიერ მოწოდებულ კონტენტთან დაკავშირებით.

Google-ის მიერ მოწოდებული Street View
გამოსახულებების გამოქვეყნების წესები

Street View სურათების დადებითი, სასარგებლო გამოცდილების უზრუნველსაყოფად ყველა მნახველისთვის ჩვენ შევიმუშავეთ Google-ის მიერ მოწოდებული Street View-ს ნახვის წინამდებარე დებულება. დებულება განმარტავს, რა ზომებს ვიღებთ შეუსაბამო კონტენტის შემთხვევაში და, ასევე, კრიტერიუმებს, რომლებსაც ვიყენებთ Google Maps-ში Street View სურათების გამოსაქვეყნებლად. გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რადგან ჩვენი დებულება შეიძლება დროდადრო განახლდეს.

Street View სურათები არ არის რეალურ დროში

Street View სურათებში ნაჩვენებია მხოლოდ ის, რისი დანახვაც შეძლო ჩვენმა კამერებმა იმ დღეს, როდესაც მდებარეობას ჩაუარეს. გადაღების შემდეგ სურათების დამუშავებას რამდენიმე თვე სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ასახული კონტენტი შეიძლება გადაღებული იყოს რამდენიმე თვის ან წლის წინ. ზოგიერთ მდებარეობაზე, სადაც სურათებს მრავალი წლის მანძილზე ვაგროვებდით, სურათებში ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი დროის მანქანის ფუნქციის მეშვეობით.

გაბუნდოვნება

Google გარკვეულ ზომებს იღებს კერძო პირების კონფიდენციალურობის დასაცავად Street View სურათების Google Maps-ში გამოქვეყნებისას.

ჩვენ განვავითარეთ სახეებისა და სანომრე ნიშნების გაბუნდოვნების ეს მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია იდენტიფიცირებადი სახეებისა და სანომრე ნიშნების გასაბუნდოვნებლად Google-ის მიერ მოწოდებულ სურათებში Street View-ში. თუ ხედავთ, რომ თქვენს სახეს ან სანომრე ნიშანს დამატებითი გაბუნდოვნება სჭირდება, ან გსურთ თქვენი სახლის, მანქანის ან სხეულის სრულად გაბუნდოვნება, გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა „პრობლემის შესახებ შეტყობინების“ ხელსაწყოს გამოყენებით.

არასათანადო კონტენტი

არასათანადო კონტენტის შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ გაგზავნოთ „პრობლემის შესახებ შეტყობინების“ ბმულის გამოყენებით. ჩვენი აზრით, შემდეგი კატეგორიები არასათანადო კონტენტს მიეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტენტს გააჩნია მხატვრული, საგანმანათლებლო ან დოკუმენტური ღირებულება.

ინტელექტუალური საკუთრების დარღვევები

ინტელექტუალური საკუთრების დარღვევები

ჩვენთან დაუშვებელია ისეთი სურათები ან კონტენტი, რომელიც არღვევს სხვა ადამიანების სამართლებრივ უფლებებს, მათ შორის, საავტორო უფლებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ან DMCA მოთხოვნის გამოსაგზავნად გადახედეთ ჩვენს საავტორო უფლებების პროცედურებს.

ხატულა: გამოხატული სქესობრივი ხასიათის კონტენტი

გამოხატული სქესობრივი ხასიათის კონტენტი

ჩვენთან დაუშვებელია გამოხატული სქესობრივი ხასიათის კონტენტი.

ხატულა: უკანონო, საშიში ან ძალადობრივი კონტენტი

უკანონო, საშიში ან ძალადობრივი კონტენტი

დაუშვებელია ისეთი კონტენტის გამოქვეყნება, რომელიც თვისობრივად უკანონოა, აქეზებს საშიშ ან კრიმინალურ ქმედებებს ან შეიცავს გრაფიკულ ან არამოტივირებულ ძალადობას.

ხატულა: შევიწროება და მუქარა

შევიწროება და მუქარა

დაუშვებელია კონტენტი, რომელიც იყენებს Street View-ს ადამიანების დაჩაგვრის, შევიწროების ან მათზე თავდასხმის მიზნით.

სიძულვილის დამთესავი განცხადება

სიძულვილის დამთესავი განცხადება

დაუშვებელია ისეთი კონტენტის გამოქვეყნება, რომელიც ხელს უწყობს ან შემწყნარებელია შემდეგი სახის პროპაგანდის მიმართ: ძალადობა ადამიანების ან ადამიანების ჯგუფების მიმართ რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, სქესის, ასაკის, ეროვნების, ვეტერანის სტატუსის ან სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის საფუძველზე.

ხატულა: ტერორისტული კონტენტი

ტერორისტული კონტენტი

ჩვენ ვუკრძალავთ ტერორისტულ ორგანიზაციებს ამ სერვისის რაიმე მიზნით გამოყენებას, მათ შორის, რიგების შესავსებად. ასევე, ვკრძალავთ ტერორიზმთან დაკავშირებულ კონტენტს, რომელიც ახდენს ტერორისტული აქტების პოპულარიზაციას, აღვივებს ძალადობას ან აღმატებულად წარმოაჩენს ტერორისტულ თავდასხმებს.

ხატულა: ბავშვის საფრთხეში ჩაგდება

ბავშვის საფრთხეში ჩაგდება

Google ნულოვან ტოლერანტობას უცხადებს კონტენტს, რომლითაც ხდება ბავშვების ექსპლუატაცია ან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა. ეს მოიცავს როგორც არასათანადო სექსუალური მოპყრობის ამსახველ სურათებს, ასევე კონტენტს, რომელიც ბავშვებს სექსუალური მანერით წარმოადგენს. თუ ისეთ კონტენტს აღმოაჩენთ, რომელიც, თქვენი აზრით, ახდენს ბავშვების ამგვარ ექსპლუატაციას, ნუ გააზიარებთ და ნუ დატოვებთ მასზე კომენტარს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცდილობთ ეს კონტენტი Google-ის ყურადღების ქვეშ მოექცეს. თუ ინტერნეტის სხვა გვერდებზე აღმოაჩენთ ასეთ კონტენტს, პირდაპირ დაუკავშირდით დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრს (NCMEC).

ხატულა: პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია

პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია

დაუშვებელია ისეთი კონტენტის გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს პერსონალურად ამოცნობად ინფორმაციას, როგორიცაა საკრედიტო ბარათის დეტალები, სამედიცინო ისტორიები ან სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტები — თქვენი თუ სხვა ადამიანის.