მიაქციეთ ყურადღება წესების დამრღვევ პრაქტიკებსა და თაღლითურ სქემებს

გამოიჩინეთ სიფრთხილე ვიზიტებისას ან დაკავშირების დროს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავს წარგიდგენენ Google-ის თანამშრომლებად და რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერასა და სურათების ან მონაცემების ნებისმიერი ხასიათის განახლებებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნულ კომპანიებს არ აქვთ უფლებამოსილება, ისაუბრონ Google-ის სახელით და უნდა წარადგინონ თავი დამოუკიდებელ კონტრაქტორებად.

დაბეჯითებით გირჩევთ, რომ როდესაც პირდაპირ Google-ის სახელით დაგიკავშირდებიან, გთხოვთ, უგულებელყოთ, თუ ასეთი დაკავშირების მიზეზია რომელიმე ქვემოთ მითითებული შემთხვევა:

  • სერვისების/ტრენინგის შემოთავაზება Google-ის სახელით შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: მეტრიკის აღრიცხვა, ციფრული მედია, ანგარიშები ციფრული ტენდენციების/ახალი ციფრული პლატფორმებისა და ბიზნესის ახალი ტენდენციების შესახებ, რჩევები მედიის საკითხებში და სხვ.;
  • დაპირებები, რომლებიც არათავსებადია Google-ის სერვისების ჩვეულებრივ საქმიანობასთან, მაგალითად, საუკეთესო პოზიციის გარანტია Search-ში, Google Street View-ში ან Google Maps-ში;
  • ხელშეკრულების მხარეზე ზეწოლა განუწყვეტელი ტელემარკეტინგული ზარებით ან Google-ის პლატფორმებიდან კონტენტის წაშლის მუქარით.

მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ Google-ს არ ჰყავს დასაქმებული ფოტოგრაფები და სააგენტოები. აღნიშნული პროფესიონალები არიან დამოუკიდებელი ერთეულების ნაწილი და ყველა მოლაპარაკება ტარდება Google-ის ჩარევისა თუ მონაწილეობის გარეშე.

ჩვენთვის მომხმარებლის უსაფრთხოება უმთავრესია. ამ მიზეზით, ვზღუდავთ Google-ის ბრენდისა და მისი პლატფორმების გამოყენებას. არცერთი ერთეული არ არის უფლებამოსილი:

  • გამოიყენოს Google-ის ბრენდის, მათ შორის, Street View-ს ხატულა, ბეჭედი და/ან ლოგო კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებზე;
  • გამოიყენოს Google-ის ბრენდები, Google Maps და Street View ან Google-ის სხვა სავაჭრო ნიშნები ან რაიმე მსგავსი დომენის სახელში;
  • გამოიყენოს Google-ის ბრენდები, Google Maps და Street View ან Google-ის სხვა სავაჭრო ნიშნები ან რაიმე მსგავსი ტანსაცმელზე (უნიფორმები და სხვა);
  • გამოიყენოს Google-ის, Google Maps-ისა და Street View-ს ბრენდები ან Google-ის სხვა სავაჭრო ნიშანი ან რაიმე მსგავსი საკუთარ Google ბიზნეს პროფილში;
  • გამოიყენოს Google-ის რომელიმე სავაჭრო ნიშანი იმგვარად, რომ ეს გულისხმობდეს Google-ის მიერ კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის რეკომენდაციის გაწევას.