მიიღეთ შთაგონება Street View-ს ამბებიდან
ზანზიბარი
უყურეთ Street View-ს ნდობით აღჭურვილ ფოტოგრაფთა კოლექტივს, „World Travel in 360 (WT360)“-ს, როდესაც ისინი საუბრობენ ზანზიბარის პროექტის შესახებ, რომელიც მათი და ტანზანიის მთავრობის საერთო ინიციატივაა ზანზიბარის განსათავსებლად რუკაზე. Federico Debetto-მ, Nickolay Omelchenko-მ და Chris du Plessis-მა იმოგზაურეს ტანზანიაში, რათა საფუძველი ჩაეყარათ არქიპელაგის რუკაზე დატანებისთვის, გაენათლებინათ ადგილობრივები Street View ფოტოგრაფიაში და შეექმნათ მდგრადი მოდელი, რათა საზოგადოებას პროექტის დამოუკიდებლად გაგრძელება შეძლებოდა.
მიანმარი
დაათვალიერეთ მიანმარი ამ ვიდეოთი, რომელიც წარმოაჩენს ფოტოგრაფ Nyi Lynn Seck-ისა და მისი კოლეგების საოცარ ნამუშევრებს 3XVIVR Productions-იდან. 3XVIVR-მა დრო და ძალისხმევა არ დაიშურა თავისი განსაკუთრებული პროექტისთვის, რომლის მიზანია მიანმარის გაციფრულება Street View-ს მეშვეობით და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება 360-ში.
ზიმბაბვე
უყურეთ Tawanda Kanhema-ს, რომელიც ყვება ზიმბაბვეში Street View-ს მეშვეობით რუკების შექმნის შესახებ. Tawanda დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში, ზიმბაბვეში, იმ მიზნით, რომ ჰარარეს (დედაქალაქი) და ჩანჩქერი ვიქტორიას (საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილი) Street View სურათები Google Maps-ში განეთავსებინა. ბოლო დროს მან გააფართოვა თავისი პროექტი, რათა ჩაერთო ზიმბაბვეს სხვა მნიშვნელოვანი მდებარეობებიც.
კენია
შეხვდით რამდენიმე ადგილობრივ მეგზურს და Street View-ს ნდობით აღჭურვილ ფოტოგრაფებს, რომლებიც კენიის რუკაზე დატანებაზე მუშაობენ. მათმა სურვილმა, დაეხმარონ მსოფლიოს კენიის განსაკუთრებული სილამაზის შეცნობაში, პირდაპირ Street View-სთან — ამ მიზნის მიღწევის ძირითად ხელსაწყოსთან — მიიყვანა ისინი.
სომხეთი
მოუსმინეთ Joe Hacobian-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია „Armenia360“-ის ერთ-ერთ დამაარსებელს. Joe-მ ისაუბრა სამიტზე Street View 2019 ლონდონში მისი გუნდის მოგზაურობის შესახებ მისი წინაპრების უძველესი მიწის რუკაზე დატანების მიზნით. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილი, რუკაზე განათავსოს მისთვის მნიშვნელოვანი ადგილები Street View-ს მეშვეობით.
ბერმუდა
შეიტყვეთ, როგორ დაიქირავა ბერმუდის ტურისტულმა სამმართველომ, დანიშნულების ადგილების მარკეტინგულმა ორგანიზაციამ Miles Partnership, Street View-ს ნდობით აღჭურვილი სააგენტო Street View-ს სურათების შესაგროვებლად. Miles Partnership დაეხმარა ბერმუდის ტურისტულ სამმართველოს ონლაინ-წარმომადგენლობის ოპტიმიზაციაში Google Maps-ში და ადგილობრივი ბიზნესების აღმოჩენის წახალისებაში, ამავე დროს, ხელი შეუწყო ტურისტებს ბერმუდის ვირტუალურად დათვალიერებაში, როდესაც მოგზაურობას გეგმავენ (ან ამაზე ოცნებობენ).
ტონგა
Grid Pacific-ის დამაარსებლები, Tania Wolfgramm და Wikuki Kingi, დოკუმენტურად აღწერენ რუკების შექმნის თავიანთ თავგადასავალს ტონგაში. ტონგასა და წყნარი ოკეანის სხვა კუნძულების კულტურის გაცნობის ხელშეწყობის მიზნით ისინი ამბიციური გეგმის განხორციელებას შეუდგნენ, რაც მთელი არქიპელაგის რუკაზე დატანებასა და Street View-ში დამატებას გულისხმობს. უყურეთ მათ საინტერესო ამბავს აქ.